02 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
კონგოს რესპუბლიკაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

კონგოს რესპუბლიკაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით ბავშვი დაკარგულად ითვლება.

შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია 25 ათასზე მეტი პირი, ათასობით ადამიანი კი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

ვულკანთან ერთად ნიარაგონგოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგებიც შეინიშნებოდა. ვულკანი ერთ-ერთ ყველაზე დასახლებულ ქალაქთან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

როგოც ვულკანოლოგები განმარტავენ, ლავამ შესაძლოა ქალაქ გომამდე მიაღწიოს.

დღის ამბები