ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს დილით 5 ბავშვი გაიყვანეს. მათ თავშესაფარი მშობლების მოთხოვნით დატოვეს.
როგორც საპატრიარქოს კომისიის წევრი ამბობს, ერთი ბავშვის გაყვანის შესახებ ხელმძღვანელობას მანამდე მიმართეს, ვიდრე პანსიონის ირგვლივ ეს ხმაურიანი პროცესები დაიწყებოდა, ხოლო დანარჩენი ოთხის გაყვანის გამო ამ პროცესების შემდეგ. თუმცა საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენელი იმასაც აცხადებს, რომ ამ პერიოდში, როდესაც არდადეგები იწყება, ბავშვების პანსიონიდან გაყვანის მოთხოვნა ადრეც ხდებოდა ხოლმე.
აქვე დავაზუსტებთ, რომ არდადეგები მხოლოდ 15 ივნისიდან იწყება და რამდენად უკავშირდება რეალურად დღეს ბავშვების გაყვანა მხოლოდ არდადეგების პერიოდს და არა შექმნილ ვითარებას, პანსიონის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ.
დღეს აღნიშნული 5 ბავშვის გაყვანის პროცესს კი საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენელი და სოციალური მუშაკი ადევდებდნენ თვალყურს.