02 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
ქალმა მძინარე ქმარს ადუღებული სიროფი თავზე გადასხა - სასტიკი მკვლელობა ბრიტანეთში

სასტიკი მკვლელობა ბრიტანეთში - ქალმა 80 წლის მძინარე მეუღლე მტკივნეული გზით გამოასალმა სიცოცხლეს.

ქალაქ ჩესტერში მცხოვრებმა 59 წლის კორინა სმიტმა მაღაზიაში სამი შეფუთვა შაქარი იყიდა, ადუღებულ წყალს გაურია, დუღილის შედეგად მიღებული ბლანტი სიროფი კი მძინარე ქმარს თავზე გადასხა.

ქალმა საზარელი ფაქტის შესახებ ჯერ მეზობელს უამბო, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა და განაცხადა - "ჩემ ქმარს სერიოზული ზიანი მივაყენე, მგონი მოვკალი."

დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე კორინა სმიტი ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ბრაზს ვერ აკონტროლებდა. სასამართლომ ისიც გაარკვია, რომ ხანშიშესულ კაცს ცოლი უვლიდა.

საბოლოოდ 80 წლის მამაკაცის გადარჩენა მძიმე დამწვრობის ფონზე ვერ მოხერხდა და ერთი თვის შემდეგ, კლინიკაში გარდაიცვალა. სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ცოლს, საბოლოო სასჯელს 9 ივლისს წაუყენებენ.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები