26 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"დავინახეთ უამრავი პოლიციელი, ბევრი ასასვლელია, ყველგან ავიდნენ" - გურამ ფალავანდიშვილის სახლს ჩხრეკენ

ძლადობრივი ჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. პოლიცია შესულია "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურა მახარაძის და "ალტერნატიული საქართველოს" ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებში.

გურამ ფალავანდიშვილის სახლში, რომელიც სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს, სამართალდამცავები დილით ადრე მივიდნენ. როგორც მეზობლები ამბობენ, მათ დღეს სახლში არც გურამ ფალავანდიშვილი და არც მისი ოჯახის წევრები არ შეუნიშნავთ. თუმცა, სავარაუდოდ, ის სახლში იმყოფება, რადგან მისი მანქანა სახლთან ახლოს, ავტოსადგომზეა გაჩერებული.

ჩვენ დავინახეთ უამრავი პოლიციელი, ეზოში შემოვიდნენ, ბევრი ასასვლელია, ყველგან ავიდნენ, ვკითხეთ და არაფერი გვიპასუხეს. ოჯახის წევრები არ არიან თბილისში, გურამი არ დაგვინახავს.

ადგილზე მისული იყო ოჯახის ახლობელიც თუმცა მან სადარბაზოში შესვლა ვერ მოახერხა და მედიასთან კომენტარის გაკეთებაც ვერ ისურვა.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები