ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ - 3.0892 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღევანდელი დღის ჩათვლით მოქმედებდა, 3.0828 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0064 ლარი შეადგინა.
ლარის კურსმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც, სებ-ის ინფორმაციით, 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.6409 ლარი გახდა. 27 ივლისის ჩათვლით მოქმედი კურსი 3.6371 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეიდან შევა.