მეტროსადგურ "დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი ამ დროისთვის უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მამაკაცის ამოსაყვანად სამაშველო სამუშაო ჩატარდა, ჩაიკეტა მეტროსადგური, მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს და სპეციალური ტექნიკით გაწიეს მატარებელი, რომლის ქვეშაც ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი იყო მოყოლილი.
მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს, განსაკუთრებით დაზიანებული აქვს ცალი კიდური. მეტროსადგურის მუშაობა ცოტა ხანში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.