02 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
სიცილიიდან ვულკანის აქტივობის გამო 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კუნძულ სიცილიიდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზად ვულკანის აქტივობა და მძიმე აირები სახელდება.

მძიმე აირების გამო ჰაერში ჟანგბადის დონე მცირდება, რაც სუნთქვას აძნელებს. ამას კი, შესაძლოა, ფატალური შედეგი მოჰყვეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ ადგილებში, სადაც აირების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, "წითელი ზონა" შექმნა, მოსახლეობას კი 23:00-დან 6:00 საათამდე გადაადგილება შეუზღუდა.

კუნძულზე წვდომის შეზღუდვის დაწესება იგეგმება ტურისტებისთვის.

დღის ამბები