22 დეკემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება - რა შემთხვევაში აეკრძალებათ მძღოლებს მოწევა საკუთარ ავტომობილშიც 

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება იკრძალება. ცვლილებები "თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება. პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან. 

ასევე, ცვლილების მიხედვით, ტაქსიში და კერძო ავტომობილებში, რომლითაც ბავშვები გადაადგილდებიან, მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდება და დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან.  

ტაქსებში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ ინიციატივა 2017 წელს ამოქმედდა. ქვეყანაში უკვე 3 წელიწადზე მეტია თამბაქოს მოხმარება ყველა საჯარო შენობა-ნაგებობსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია. დოკუმენტი პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება, სწორედ დეპუტატებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, აიკრძალება თუ არა ტაქსებსა და იმ ავტომობილებში მოწევა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები მგზავრობენ.

 
დღის ამბები