22 დეკემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"წინასწარი შედეგებით დასტურდება პოსტ-ტრავმული, სტრესული აშლილობის სინდრომი"- მარინა ჯიშკარიანი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყოფილი პრეზიდენტი ექიმების მიერ შედგენილ პროტოკოლს მიჰყვება და სპეციალურად შედგენილი გრაფიკით იღებს საკვებს. პერიოდულად, მას უტარდება კვლევებიც, რომელიც ფასდება პროგრესულად. კონსილიუმის წევრები, დღესაც გორის ჰოსპიტალში არიან შეკრებილი. 

გორის ჰოსპიტალში, ექსპრეზიდენტთან იმყოფებოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარინა ჯიშკარიანი.როგორც მან თქვა, გრძელდება გამოკვლევები, მაგრამ პაციენტს აღენიშნება პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა 

"გრძელდება ფსიქო-ნევროლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან ერთი დღე საკმარისი არ იყო. წინასწარი შედეგებით, რაც შემიძლია გითხრათ, დასტურდება პოსტ-ტრავმული, სტრესული აშლილობის სინდრომი. იცით, რომ ენცეფალოპათიაზეა საუბარი, ვერნიკეს, რომელიც გახლავთ შიმშილობის  შედეგი და პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ, მულტიდისციპლინურ  მკურნალობა-რეაბილიტაციას,“- განაცხადა მარინა ჯიშკარიანმა.

დღის ამბები