02 მაისი 2024,   03:13
ვრცლად
ჩინეთში პოლიტიკური ღონისძიების წინ წვიმა ხელოვნურად შეაჩერეს

ჩინეთმა პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა - ინფორმაციას ცინხუას უნივერსიტეტის მკვლევარები ავრცელებენ.

ინფორმაცის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთის ხელისუფლებამ კომუნისტური პარტიის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების წინ წვიმა ხელოვნურად შეაჩერა, რათა ზეიმი უღრუბლო ამინდში ჩატარებულიყო.

ღრუბლების დასაშლელად ჰაერში სპეციალური ქიმიკატები გააფრქვიეს, რაც, მკვლევარების თანახმად, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია.

დღის ამბები