02 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის NATO-ს წევრობისკენ - ჯენ ფსაკი

აშშ-ს პრეზიდენტი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის NATO-ს წევრობისკენ - ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ. ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც ასეთ ქვეყნებს მოუწევთ, მათ შორისაა უკრაინაც.

პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რა დროსაც ბაიდენმა დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჟურნალისტებმა პრესმდივანს კომენტარის გაკეთება სთხოვეს პუტინის განცხადებაზე, რომელმაც დონბასში მიმდინარე მოვლენები გენოციდს შეადარა, რაზეც ფსაკიმ უპასუხა, რომ რუსეთი ცნობილია მსოფლიოში დეზინფორმაციის გავრცელებით.

დღის ამბები