02 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
რუსეთმა შესაძლოა ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს

მოსკოვი აცხადებს, რომ შესაძლოა იძულებული გახდეს, NATO-ს გეგმების საპასუხოდ, ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი საუბრობს.

მისი მტკიცებით, რუსეთს მოუწევს იმოქმედოს, თუ დასავლეთი ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული ძალების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე უარს იტყვის.

რიაბკოვი ამბობს, რომ არსებობს "ირიბი მინიშნებები", რომ NATO საშუალო რადიუსის რაკეტების ხელახლა განლაგებას გეგმავს. თუმცა, ნატოში აცხადებენ, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტების განთავსება არ იგეგმება.

 

 

დღის ამბები