02 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს – ჯენ ფსაკი

თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს - ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფსაკის თქმით, ეს საკითხი განსახილველად მაგიდაზე დევს, ვაშინგტონი კი რუსეთის შემდგომ ქმედებებს აკვირდება.


დღის ამბები