02 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
სამოადან ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებამდე - როგორ შეხვდა 2022 წელს მსოფლიო 

მსოფლიოს ქვეყნებმა 2021 წელი სხვადასხვა ღონისძიებებით გააცილეს. 2022 წელს პირველად კირიბატზე, სამოასა და აღდგომის კუნძულზე შეხვდნენ. 2022 წელი გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნა ახალმა ზელანდიამ. ოკლენდში ულამაზესი შოუ ათ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. დღესასწაული გრანდიოზულად აღნიშნეს სიდნეიშიც, სადაც მასშტაბური შოუსთვის 7 ტონა პიროტექნიკა გამოიყენეს.

ქვეყნებს საახალწლო ღონისძიებებზე ისევ რეგულაციების დაცვა უწევთ. მაგალითისთვის გერმანიაში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა. აიკრძალა პიროტექნიკის გაყიდვა.

2021 წელი გააცილეს იტალიაშიც. ტრადიციული ქადაგების დროს ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპმა მშვიდობაზე იქადაგა.

ყველაზე გვიან კი 2022 წელი ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე დადგა. 

დღის ამბები