02 მაისი 2024,   01:51
ვრცლად
რუსები ომის წინააღმდეგ - "არა ომს!", "პუტინი ფსკერისკენ მიგვათრევს"

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ადამიანები უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ქუჩაში დგანან პლაკატებით, სადაც კრემლის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა წერია - მოქალაქეებს სურთ, უკრაინასთან ომი შეწყდეს. 

No description available.

როგორც რუსული დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტი "ოვდ-ინფო" წერს, მოსკოვში 23 თებერვალს პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა. 

ომის წინააღმდეგ სხვადასხვა ასაკის ადამიანები გამოდიან. 

No description available.

"ჩემი ნათესავები ცხოვრობენ უკრაინაში! არა ომს!", "მშვიდობიანი მოლაპარაკებები საზღვარზე ტანკების ნაცვლად", "პუტინი ფსკერისკენ მიგვათრევს," - წერია პლაკატებზე, რომელიც მოქალაქეებს ხელში უჭირავთ.

დღის ამბები