02 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
რა პირობით შედგება უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ბელარუსის საზღვართან - ზელენსკი-ლუკაშენკოს საუბრის შედეგი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უკრაინა-ბელარუსიის საზღვარზე გაიმართება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

"შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება რუსებს უკრაინა-ბელარუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში.

ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილიდან არ დაიძვრება" - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

დღის ამბები