02 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის - ევროპარლამენტმა რუსული აგრესიის საპასუხოდ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

ტაში ზელენსკის და ზურგი ლავროვს - ორი მთავარი კადრი, რომლებიც ყველაზე კარგად ასახავს დღევანდელ ვითარებას მსოფლიოში.

ისტორიული, ემოციური და ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღე და წუთები უკრაინისთვის: ეს არის - უკრაინის პრეზიდენტის სიტყვაზე ფეხზე წამომდგარი მთელი ევროპა.
637 მომხრე ევროპარლამენტარმა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურების დაწყებას მხარი დაუჭირა.

"ჩვენ დავამტკიცებთ ჩვენს ძალას! დაამტკიცეთ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ, დაამტკიცეთ, რომ ევროპელები ხართ, მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე-სიბნელეს" - ამ სიტყვებით მოითხოვა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

ევროპამ უკვე უპასუხა: უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებულია, პუტინს კი ევროპის პარლამენტარები ჰააგის ტრიბუნალით ემუქრებიან.

დღის ამბები