02 მაისი 2024,   04:45
ვრცლად
უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთისგან საქართველო, მოლდოვა თუ ბოსნია-ჰერცოგოვინა განიცდიდნენ სერიოზულ გამოწვევებს, რისკები გაიზარდა, საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრამდეც, საქართველო, მოლდოვა და ბოსნია ჰერცოგოვინა განიცდიდნენ სერიოზულ გამოწვევებს, ახლა კი რისკები გაიზარდა, ამიტომაც მისივე თქმით, საჭიროა მათთვის მხარდაჭერის გაზრდა: 

"საქართველო, მოლდოვა თუ ბოსნია და ჰერცოგოვინა, არიან განსხვავებული სახელმწიფოები, შესაბამისად, განსხვავდება მათი რისკები და გამოწვევებიც. საერთო კი აქვთ ის, რომ რუსეთმა სცადა მათი ძალების გამოცდა, რათა დაეშინებინა ისინი, ნაწილობრივ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით ან სამხედრო ძალებით შეჭრით. რუსეთი შეიჭრა საქართველოში.

რუსული ჯარები ამ დრომდე რეალურ კონტროლს ახორციელებენ მათ ნაწილებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მოლდოვაში, დნესტრისპირეთშიც რუსული ჯარები დგანან. ბოსნია-ჰერცოგოვინაში კი, თვალს ვადევნებთ არასტაბილურ და მყიფე სიტუაციას, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის ამ სახელმწიფოს ერთიანობას. ასე რომ, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრამდეც კი ეს ქვეყნები მოსკოვიდან განიცდიდნენ სერიოზულ გამოწვევებს, მაგრამ ახლა რისკები გაიზარდა და სწორედ ამიტომ გვჭირდება მათთვის მხარდაჭერის გაზრდა, ნატოში კი სერიოზული დისკუსიები, იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად რუსული საფრთხის წინაშე," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

 

დღის ამბები