02 მაისი 2024,   07:21
ვრცლად
უკრაინაში მოქმედი 20-მდე ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს თბილისში მოუსმინეს

უკრაინაში მოქმედი 20-მდე ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს თბილისში მოუსმინეს - ონლაინშეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას, საქართველოს მხარდაჭერას, სამხედრო კონფლიქტის პრევენციისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს.

"20-მდე დიასპორული ორგანიზაცია ჩაგვერთო. პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით  შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ადამიანებისთვის ადგილსამყოფელ ქვეყანაში, უკრაინაში, ამჯერად ძალიან მნიშვნელოვანია შეიტყონ სახელმწიფოს პირველი პირებისგან ის აქტივობები, რითიც დღეს პოზიციონირებს ქართული სახელმწიფო, ხელისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ელჩისა და გენერალური კონსულისგან ინფორმაციის მიღება," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები