02 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
"ოსკარით" იმედგაცრუებული მაყურებლები - აკადემიამ, ზელენსკის ვიდეომიმართვის ჩვენების ნაცვლად, უკრაინისადმი მხარდაჭერა წუთიერი დუმილით გამოხატა

2-წლიან პაუზის შემდეგ, ოსკარების დაჯილდოვების ცერემონია კოდაკის თეატრში დაბრუნდა. არა მხოლოდ კინომოყვარულები, არამედ მთელ მსოფლიოს საზოგადოების ინტერესს წარმოადგენა, თუ როგორ უპასუხებდა ოსკარი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. გახდებოდა თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი წლევანდელი დაჯილდოვების მთავარი თემა. მით უფრო, რომ საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინი არსებობდა იმის შესახებ, რომ ოსკარი 2022-ის მაყურებელი, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვას იხილავდა. საბოლოოდ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელი ყურადღება მხოლოდ ჰოლივუდზე და კინოზე ყოფილიყო მიმართული.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ოსკარმა წელსაც მაყურებლების იმედები გააცრუა როგორც სოლიდარობის, ასევე მთლიანად დაჯილდოვების ცერემონიის შინაარსით, მდარე იუმორითა და გადაჭარბებულ პომპეზურობით. აკადემიამ, ზელენსკის ვიდეომიმართვის ჩვენების ნაცვლად, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა წუთიერი დუმილით გამოხატა.

კინოსამყაროს წარმომადგენლებმა, უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ფორმას მიმართეს. "ნათლიას" 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად სცენაზე, სამი ლეგენდა ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ფრენსის ფორდ კოპოლა გამოვიდა. კოპოლამ, რომელმაც ოთხი ოსკარი მოიგო საკულტო სერიის პირველი ორი ნაწილისთვის, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა მეგობრებსა და კოლეგებს და თავისი მოკლე განცხადება ასე დაასრულა.

ვისაც სიტყვა არ ერგო, უკრაინისადმი მხარდაჭერა ატრიბუტიკით გამოხატეს. მაგალითად ჯეი ქეი საიმონსი ყვითელი ხელსახოცით გულისჯიბეში, სემუელ ელ ჯექსონი ლურჯი ლენტით, ჯეისონ მომოა ლურჯ-ყვეთელი ნიშნით ჯიბეში, ემი შუმერი კი კომენტარით. სწორედ ემი იყო ინიციატორი ოსკარზე ზელენსკის ვიდეო მიმართვის.

წლევანდელ ოსკარის ცერემონიას მშვიდად ნამდვილად არ ჩაუვლია. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში გამარჯვებულებზე მეტად კრის როკსა და უილ სმიტს შორის მომხდარი ინციდენტი აღმოჩნდა. კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა, ოსკარების დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე, ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა. რა თქმა უნდა, ინციდენტი დაჯილდოებაზე დამსწრე საზოგადოებისა და მაყურებლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავად ვილ სმიტი ოსკარი 94-ზეცერემონიაზე მთავარი პრიზით მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა, ფილმისთვის - "მეფე რიჩარდი". სამადლობელ სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და დამსწრე საზოგადოებას.

წლევანდელი კინოაკადამებიის დაჯილდოვების მთავარი პრიზები კი ასე გადანაწილდა. საუკეთესო რეჟისორი - ჯეინ კემპიონი ფილმისთვის "ძაღლის ძალა", მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი - არიანა დებოუსი ფილმში "ვესთ საიდური ისტორია", ასევე მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი - ტროი კაცორი ფილმისთვის "კოდა" მთავარი როლის შემსრულებელი კაცი - უილ სმიტი ფილმისთვის "მეფე რიჩარდი" მთავარი როლის შემსრულებელი ქალი - ჯესიკა ჩესტეინი ფილმისთვის "თემი ფეის თვალები" - და წელს საკუთესო კინოსურათის ნომინაციაში გამარკვებული გახდა შან ჰედერის ფილმი "კოდა". ფილმი სმენადაქვეითებული ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, სადაც ერთადერთი წევრი ვისაც სმენა აქვს რუბია. მისი გატაცება მუსიკაა და უნდა რომ ბერკლის კოლეჯში ისწავლოს. როდესაც ოჯახის სათევზაო ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, რუბის საკუთარი კარიერული მისწრაფებების პარალელურად ოჯახის დახმარებაც უწევს. ფილმში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ტროი კაცორს ოსკარი გადასცეს. ამით იგი გახდა პირველი სმენადაქვეითებული კაცი მსახიობი რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. ფილმის გამარჯვების დროს, როდესაც სცენაზე ქასთი ადიოდა, დარბაზმა ჟესტების ენაზე აპლოდისმენტები გამოხატა

დღის ამბები