06 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
ოსკაროსანი მსახიობი კინოაკადემიას ტოვებს - უილ სმიტის გადაწყვეტილება დაჯილდოების სკანდალს უკავშირდება

ოსკაროსანი მსახიობი უილ სმიტი კინო აკადემიას ტოვებს. გადაწყვეტილება დაჯილდოების სკანდალს უკავშირდება, როდესაც კომიკოსმა კრის როკმა სმიტის მეუღლეზე იხუმრა, მსახიობმა კი მას სახეში გაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიას სმიტმა იმავე საღამოს სცენიდან მოუხადა ბოდიში, მომდევნო დღეს კი სოციალურ ქსელში კომიკოსსაც აუხსნა ემოციური რეაქციის მიზეზი - ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მსახიობმა თავად შეუზღუდა საკუთარ თავს ოსკარზე ნომინირებულ ფილმებზე ხმის მიცემის უფლება.

საბჭო სმიტთან დაკავშირებულ გარემოებებზე 18 აპრილს იმსჯელებს. კინო აკადემიის მხრიდან ჩანიშნული სხდომის მთავარი საკითხი აკადემიის ქცევის სტანდარტების დარღვევის გამო სმიტის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოება იქნება. 

სკანდალური ეპიზოდის სამართლებრივ მსვლელობაში კომიკოსი კრის როკი არ არის ჩართული, მას ამ დრომდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც კოლეგების მხრიდან კრიტიკის მიზეზიც კი გახდა.

კომისკოსმა ინციდენტის შესახებ საჯაროდ ბოსტონში სთენდ აფის დროს გაკვრით ისაუბრა და თქვა, რომ რა მოხდა ოსკარებზე ამას ჯერ კიდევ აანალიზებს.

ოსკარის მთავარი სკანდალი სიბიესის ეთერში შეაფასა ჯიმ კერიმაც და განაცხადა, რომ უილ სმიტის საქციელის შემდეგ ხალხის ოვაციებმა გული აურია. მისი თქმით, ჰოლივუდი უპრინციპო მასად გადაიქცა.

მსახიობებს შორის საჯარო დაპირისპირებას სხვადასხვაგვარი ახსნა ჰქონდა, მათ შორის, რამდენჯერმე გაისმა მოსაზრება რეიტინგის ან გარკვეული მოვლენების გადაფარვის გამო ეპიზოდის წინასწარ დადგმის შესახებ, თუმცა ვერც თავად მოვლენამ, ვერც უილ სმიტის სინანულმა თუ ატეხილმა ხმაურმა ვერ გადაფარა აკადემიის ინდეფერენტული განწყობა რუსეთ - უკრაინის ომთან დაკავშირებით.

დღის ამბები