19 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
ავარია პეკინზე - ავტომობილი ჯერ ქვეითს, შემდეგ კი მოტოციკლეტს და ავტობუსს შეეჯახა

ავარია პეკინზე - რამდენიმე წუთის წინ მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებოდა, ველობილიკზე ავარდა, რის შედეგადაც ჯერ ქვეითს, შემდეგ კი მოტოციკლეტს და ავტობუსს შეეჯახა.

დაშავდა ორი ადამიანი. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია.   

დღის ამბები