02 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
ხიდი, რომელიც რუსული აგრესიის სიმბოლოდ იქცა არ აღდგება და მემორიალად დარჩება - "კურიერი" განადგურებული ირპენიდან

"კურიერი" ჩავიდა კიდევ ერთ ქალაქში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი კვალი დატოვეს. ირპენში ახლაც განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოკლულია 500 ადამიანი. საფლავები პირდაპირ ქუჩებშია მოწყობილი.

ირპენის აღდგენას ერთი მილიარდი დასჭირდება, 1100 შენობაა განადგურებული და დაზიანებული ქალაქის 70% დანგრეულია. მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება კომუნიკაციების ჩართვას და ახლაც საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს.

"კურიერის" კამერამ გადაიღო ირპენის ცნობილი ხიდიც, რომელიც არის სტრატეგიული ობიექტი და კიევს და ირპენს ჰყოფს, ქალაქებს შორის სწორედ ეს ხიდი და ტყეა. აღნიშნული ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მისი სრული აღდგენა არ მოხდება. ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით ხიდი მემორიალად გადაკეთდება. ამ ხიდის პარალელურად მოეწყობა ახალი შემოვლითი გზა.

პოლიციამ უკვე დაასრულა  მუშაობა ირპენში ჩადენილ დანაშაულებზე. ათასობით სისხლის სამართლის საქმე მოგროვდა, რომელიც ომის დანაშაულებს ეხება, მტკიცებულებების წარდგენა საერთაშორისო სასამართლოში მოხდება.

ქალაქი რუსული ოკუპაციის ქვეშ ერთი თვის განმავლობაში იყო.

დღის ამბები