02 მაისი 2024,   07:26
ვრცლად
უმძიმესი კადრები და რუსული სისასტიკის მტკიცებულებები ირპენიდან - ქალაქი ერთთვიანი ოკუპაციის შემდეგ "კურიერის" ობიექტივში

ირპენის აფეთქებული ხიდი, რომლის ფოტოებმაც მთელი მსოფლიო მოიარა, არ აღდგება. ის სამუდამოდ დარჩება 21-ე საუკუნის რუსული ფაშიზმის სიმბოლოდ. კიევთან მდებარე ირპენი რუსული ოკუპაციის ქვეშ ერთი თვის განმავლობაში იყო. 

ხიდმა ბევრის სიცოცხლეც გადაარჩინა. როცა ის ააფეთქეს, რუსი სამხედროები უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ვეღარ წავიდნენ. კიევი და ირპენი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის, ქალაქებს მხოლოდ ტყე ყოფს. 

ოკუპაციის განმავლობაში რუსულმა არმიამ გაანადგურა შენობების 70 პროცენტი და ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურა, მოკლა 400-ზე მეტი ადამიანი, გააუპატიურა ათობით ქალი და ბავშვი. 

დღეს "კურიერი" კვლავ დაბრუნდა ირპენში. დანგრეულ ქალაქს მასობრივი გმირობისა და სამოქალაქო წინააღმდეგობისთვის 25 მარტს გმირი ქალაქის წოდება მიენიჭა. 

რუსი ოკუპანტები ირპენიდან გააძევეს, თუმცა ქალაქში მათი მოკლული ადამიანების რიცხვი კიდევ იზრდება. ახლა უკრაინელები რუსულ ნაღმებზე ფეთქდებიან. ერთ ასეთ შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლის სიცოცხლე შეეწირა. განაღმვის სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის აღდგენის პროცესიც.

ირპენში გამომძიებლებმა ომის დანაშაულების შესწავლა დაასრულეს. ჯგუფის მთავარი მიზანი ფაქტების მოძიება, მტკიცებულებების შეგროვება და დოკუმენტების შედგენაა. აქ უკვე აღბეჭდილია მკვლელობების, ძარცვის, გაუპატიურებისა და სხვა განსაკუთრებით საზარელი ფაქტები.

დღის ამბები