02 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ალყაში მოქცეულ ქალაქში მომხდარი სისასტიკეების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მოკლული ადამიანების რიცხვი შამძრწუნებელია.

მისი თქმით, მარიუპოლში მოკლულია 20 000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ მერმა BBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მარიუპოლში თვითმხილველები იმ სისატიკეების შესახებ ყვებიან, რომლებიც მათ საკუთარი თვალით ნახეს და ახლაც ხედავენ სამწუხაროდ," - ამბობს ბოიჩენკო.

მისივე თქმით, სატელიტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს უზარმაზარი სამარხები.

"არის ახალი მტკიცებულება, რომელიც დღეს სხვა ტერიტორიიდან მივიღეთ... რუსი სამხედროები ანგრევენ ქალაქს მის მცხოვრებლებთან ერთად და ისინი ამას განზრახ აკეთებენ," - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

დღის ამბები