02 მაისი 2024,   02:59
ვრცლად
მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა, ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი-ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს

ქუთაისში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან პატიმარ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. 

"იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია.

"პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც იყო მანამდე, სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ, არამედ იქ  პატიმრებისთვის არის სრული კომფორტი შექმნილი ნორმალური პირობები, შესანიშნავი კვება. ასე, რომ არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს დარღვეული კომფორტი, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეს ბუნებრივია", - განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები