02 მაისი 2024,   02:22
ვრცლად
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში იყოს მშვიდობა. მისი თქმით, დესტაბილიზაცია და არეულობა არ უნდა იქნეს დაშვებული.  

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, რის გარეშეც ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.

"ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს. ბოლომდე დავიცავთ ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენი ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას, რაც არის ერთადერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. სხვანაირად არაფერი გამოვა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები