02 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
აშშ საქართველოს კულტურას აფასებს და ცდილობს მის დაცვას - კელი დეგნანი

"სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი” - ამ სახელწოდებით თბილისში გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე პირველად შეიკრიბა და გამოიფინა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 100-მდე ფოტო, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდს ასახავს.

გამოფენა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის გარდა საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში დაცულ მასალებს აერთიანებს.

გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმმა უმასპინძლა, რომელიც აშშ საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს კულტურას აფასებს და ცდილობს მის დაცვას. 

"ეს ფოტოები გადაღებულია იმ ფოტოგრაფის მიერ, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის გამო დატოვა საქართველო. მოგვიანებით კი ეს სურათები მისი შთამომავლობისგან კონგრესის ბიბლიოთეკამ შეიძინა. ეს გახლავთ მაგალითი, როგორ აფასებს აშშ საქართველოს კულტურას და ცდილობს მის შენარჩუნებას,"-აცხადებს დეგნანი

დღის ამბები