02 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
სომხეთსა და საქართველოს შორის არის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობის მაღალი დონე - არარატ მირზოიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია. ილია დარჩიაშვილი კოლეგა არარატ მირზოიანს შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

ნიკოლ ფაშინიანთან ილია დარჩიაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხები განიხილა. მხარეებმა მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების პერსპექტივები.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა სომხეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

"წელს ჩვენ აღვნიშნავთ 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. სომხეთის და საქართველოს მეგობრობა ეფუძნება საუკუნეების სიღრმიდან დაწყებულ საერთო ღირებულებებს, მყარ ისტორიულ კავშირებს. ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული მეზობლური ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სომხეთსა და საქართველოს შორის არის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობის მაღალი დონე ორმხრივ პლატფორმებზე,"- აცხადებს არარატ მირზოიანი

დღის ამბები