02 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
ოკუპანტი ქვეყნის დანაშაულის შედეგები უკრაინაში - ომის სისასტიკე, რომელსაც აგრესორი ქვეყანა ვერ მალავს  

რუსეთის ოდესას ისევ უტევს. შავ ზღვაზე გამავალ ერთერთ მთავარ საპორტო ქალაქში, რამდენიმე წუთის წინ, კვლავ აფეთქების ხმა ისმოდა.

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით შეტევას აძლიერებს. იბომბება ხარკოვი, ოკუპანტებმა არც სამშობიარო დაინდეს. ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.   

კიევის ოლქის ბუჩის რაიონში 3 ადამიანის საფლავი აღმოაჩინეს, რომელებიც ჯერ სასტიკად აწამეს და შემდეგ მოკლეს. ცხედრებს ტყეში მიაგნეს. მათ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ, თვალები კი ახვეული. დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ამოცნობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ომის დანაშაულები, რომელსაც აგრესორი ქვეყანა ვერ მალავს და რომელსაც უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად პოულობენ.

რთული ვითარებაა ქალაქ მელიტოპოლშიც, სადაც უკრაინის სოფლები და ქალაქები უკვე 66-ე დღეა იბომბება. 

გრძელდება საჰაერო და სარაკეტო იერიშები. მტერი შეტევით ოპერაციას განაგრძობს დონბასში. 

თავდაცვითი იარაღით უკრაინას ევროპული ქვეყნები ყოველდღიურად აძლიერებენ. პოლონეთმა კიდევ 200 ერთეული ტანკი გადასცა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს ლენდ ლიზის აქტის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.  

კრემლი კი ისევ იმუქრება. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მათ იციან და გაშიფრული აქვს საბრძოლო იარაღის შეტანის მარშრუტები და უკრაინის ყველა მოკავშირე მათი პოტენციური სამიზნეა. რუსეთის პირველი დიპლომატი იმასაც ამბობს, რომ სანქციები დაწესების გამო პატიებას მაინც არავის სთხოვენ.

დღეს გაირკვა ისიც, რომ თეთრმა სახლმა ინდონეზიას მოუწოდა, რომ რუსეთი მიმდინარე წელს "დიდი ოცეულის" სამიტზე აღარ დაუშვან. სამიტი ნოემბერში უნდა გაიმართოს. რუსეთის ლიდერი თანახმაა სამიტს დაესწროს, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის მოწვევა მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

რამდენად აქვს სამშვიდობო მოლაპარაკებებს გაგრძელების პერსპექტივა, უცნობია. უკრაინაში ამ წუთებშიც რუსული რაკეტები ცვივა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

უკრაინაში ჩავიდა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი. მსახიობი ლვოვის ერთ-ერთ კაფეტერიაში გამოჩნდა. 

დღის ამბები