02 მაისი 2024,   03:04
ვრცლად
"ბორჯომის" თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი მინერალური წყალი "ბორჯომის" შესახებ მოსახლეობას უახლოეს მომავალში განახლებული ინფორმაციის მიწოდებას დაჰპირდა.

"მოგეხსენებათ, რომ "ბორჯომის" მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, გარწმუნებთ – ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ყველა ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დაჰპირდა. შეგახსენებთ "ბორჯომი" საქართველომ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. 

დღის ამბები