02 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ამერიკელი დიპლომატები დაბრუნდნენ

უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრისტინა კვიენი და ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი  დაბრუნდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN- ავრცელებს. 

მათივე ცნობით, აშშ-ის საელჩო, რომელიც უკრაინის დედაქალაქში ფუნქციონირებდა, რუსეთის სამხედრო მოქმედებებისა და გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა.

აპრილის ბოლოს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დიპლომატებს დააბრუნებდა.

დღის ამბები