02 მაისი 2024,   00:52
ვრცლად
სარაკეტო იერიშის გამო, შარლ მიშელს ოდესაში თავშესაფარში გადასვლა მოუწია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს, ოდესის ოლქზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც მას თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შარლ მიშელი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა, მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ. აუდიენციას პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ერთვებოდა.

დღის ამბები