ქუთაისში, ოჯახი სამხედრო მოსამსახურეს ეძებს, - ინფორმაცია, ოჯახის ახლობლების მიერ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქით" გავრცელდა.
მათი ინფორმაციით, დავით ნოზაძე, რომელიც ქუთაისის მესამე ქვეითი კავშირგაბმულობის ბატალიონში მსახურობს, გუშინ დილის 6 საათზე გავიდა სახლიდან სამსახურში, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. ახლობლების ინფორმაციით, მას სამხედრო პოლიცია და პატრული ეძებს.