02 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2.6%-ია. წინასწარი შეფასება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.8%-ია.

2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში

დღის ამბები