27 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
ფოთის ცენტრალური პარკი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

ფოთის ცენტრალური პარკი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და დღეიდან პარკი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.

დასრულდა ავტოდრომის და შადრევნის მოწყობის სამუშაოები, ტერიტორიის გამწვანება და სხვადასხვა ჯიშის ყვავილების დარგვა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთელ პატარებს, ცენტრალურ პარკში მრავალფეროვანი შოუ პროგრამა დახვდათ - ანიმატორები, საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა საბავშვო თამაშები.

პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქალაქის მერმა მიულოცა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ პარკს ახალი სივრცეები კიდევ დაემატება.

დღის ამბები