"მეფე ერეკლე, როგორც ევროპელი ლიდერი" - ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის გიორგი კალანდიას ინიციატივით, ხელოვნების სასახლის ეზოში, საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი მასალების მიხედვით წარიმართა.
ლექციის მიზანი მეფე ერეკლეს ღვაწლის კიდევ ერთხელ გახსენება იყო. საღამოს ისტორიკოსები და მოქალაქეები დაესწრნენ.