25 აგვისტო 2026,   09:50
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია სამშობლოში დილით ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში დილით ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ის დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა. 41 წლის ქართველი მებრძოლი რუსი ოკუპანტების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინის ტერიტორიაზე უკვე 15 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

"არც ერთი წამით უკან არ დაუხევია. საქართველოს და უკრაინის დროშა ჰქონდა და ბოლომდე იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის,"- აცხადებს გიორგი გრიგოლიას დისშვილი ქეთევან სიგუა.

დღის ამბები