19 მაისი 2024,   11:35
ვრცლად
ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს - შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის მეზობელია. როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობა  ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. სავარაუდო ეჭვმიტანილი კი, წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსული იყო.

შინაგამ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები