24 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან სამეგრელოში. ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა არაერთი სოფელი და მუნიციპალიტეტი დააზარალა.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია მოსავალი, დახოცილია შინაური ფრინველები და საქონელი. ზარალის დათვლის პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოებიც.

დღის ამბები