26 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
სენაკში გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები ერთვებიან

სენაკში გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები ერთვებიან, ისინი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეზოებს, სახლებს და ქუჩებს გაწმენდენ.

დასუფთავების აქციაში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ჩაერთნენ. სენაკში პარალელურად მუნიციპალური სამსახურების მიერ სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ორი დღის წინ, სენაკში ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც, დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა ნაკვეთები.

დღის ამბები