26 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ავტოავარიისას გურჯაანში 12 ადამიანი, მათ შორის 9 უცხოელი ტურისტი დაშავდა - ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

გურჯაანში ავარიის დროს 9 ტურისტი დაშავდა - შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ტურისტების მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შედეგად 12 ადამიანმასხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, მათგან 9 უცხოელია, ასევე გიდი, მძღოლი და მსუბუქი ავტომობილის მგზავრი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის "ჰეოჰოსპიტალსის" კლინიკაში მოათავსა. 

ექიმის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა შედარებით მძიმედაა ერთი დაშავებული, რომელიც მეორე ავტომობილში იმყოფებოდა და მას შესაბამისი მკურნლობა უტარდება. 

ადგილზე სამაშველო ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.

დღის ამბები