20 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
ბათუმში მეზღვაურის დღე აღინიშნება

ბათუმში მეზღვაურის დღე აღინიშნება. ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ბათუმის საზღვაო სასწავლებლების კურსანტებმა, საზეიმო მსვლელობა აბაშიძის ქუჩაზე მოაწყვეს, მათთან ერთად სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.

მსვლელობის მონაწილეებმა გვირგვინით შეამკეს იუნკერების საფლავი. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეზღვაურებს პროფესიულ დღეს მიულოცავენ და საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოები გადაეცემათ. ამასთან, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდება ზღვაში დაღუპული მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონიით.

დღის ამბები