26 დეკემბერი 2024,   14:35
ვრცლად
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა ლგბტ თემის და ნატოს დროშები დახიეს - ისინი ევროკავშირის ოფისისკენ მიემართებიან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა ლგბტ თემის დროშა და ნატოს დროშა დახიეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას დილიდან მართავენ. ამ დროისთვის კი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს და "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებები იქ გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ "ქართული ოცნება" ლგბტქ საზოგადოებას ლობირებს და ისინი არიან დამნაშავეები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები. 

ახლა აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისისკენ მიემართებიან, სადაც როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, უნდა დაგმონ ევროპული კურსი და ზოგადად ქვეყანას ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებენ. ასევე ამბობენ, რომ ისინი ადგილზე დახევენ ევროკავშირის დროშებს. 

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა. ჯერჯერობით უცნიბია, თუ სად გადაინაცვლებენ აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისის შემდეგ. 

დღის ამბები