02 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტაიფუნის გამო, გემი ჩაიძირა

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტაიფუნის გამო, გემი ჩაიძირა. შემთხვევის დროს გემზე ეკიპაჟის 30 წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა 3 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, 27 ადამიანის ბედი კი, ამ დრომდე, უცნობია. შემთხვევა ჰონგ-კონგის სანაპიროდან 300 კილომეტრში მოხდა.

ადგილზე ორი სამაშველო თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და სამაშველო გემია მობილიზებული. სამძებრო სამაშველო სამუშაოებს გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.​

დღის ამბები