03 მაისი 2024,   22:19
ვრცლად
ანაკლიაში, 3 წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიაში, 3 წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონიდან 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ.

საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

რაჭაში, შაორის ახალგაზრდული ბანაკისა და ევროპული სკოლის იყალთოს საზაფხულო ბანაკის შემდეგ, ანაკლია მესამეა, რომელიც ამ ზაფხულს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაიხსნა.

დღის ამბები