14 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
"ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა მორიგი წერილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებს” მიუძღვნეს 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებს” შორის კავშირებს მიუძღვნეს მორიგი წერილი ”ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა. ტექსტის გავრცელებიდან მალევე, მის შინაარსზე ავტორებმა მედიასთან ისაუბრეს. ოთხეულის განცხადებით, „ისფედი“, სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოექცა ”რევოლუციური პროცესების ავანგარდში”, თუმცა წერილის ავტორებმა არსებული ხელისუფლების არა არჩევნების გზით შეცვლის მიღმა, შტატების საელჩოს კოორდინაციაც დაინახა.

”ოცნებიდან” წასულები, წარსულში მათივე თანაგუნდელების გადაწყვეტილებას, პოლიტიკურ შეცდომას უწოდებენ და ამბობენ, რომ მომხდარი მმართველ პარტიას ისფედისთვის არ უნდა ეპატიებინა. მათი თქმით, სწორედ „პივიტის“ გაყალბება იქცა ოპოზიციისთვის საბაბად, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ და პარლამენტის საბოტაჟი მოეხდინათ. როგორც ოთხეულის წარმომადგენლები ირწმუნებიან, პივიტის არასწორი მონაცემების შესახებ, ამბის გასაჯაროვებამდე იყო ინფორმირებული ამერიკის საელჩო, თუმცა მიუხედევად ამისა, პოლიტკურ პარტიებთან კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებებს მართავდა. წერილის ავტორები ამბობენ, რომ ”სამართლიანი არჩევნები” მის მიერ დაშვებულ შეცდომას პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისთვის იყენებდა.

წერილის ავტორების შემდეგ მთავარი რაც სახელისუფლებო გუნდს ახლა ”ისფედისგან” აინტერესებს ისა არის, შეძლებს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში მუშაობის შემთხვევაში, პოლიტიკურ ინტერესზე უარის თქმას.

პარტიები, რომლებიც ბოლო 2 თვეა უარს ამბობენ რეკომენდაციების შესრულებაზე სახელისუფლებო გუნდთან და კოლეგა პარტიებთან ერთად იმუშაონ, დღეს ნაკლებად სურთ საუბარი ისფედის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, ორგანიზაციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს კი აბსურდულს უწოდებენ.

”სამართლიან არჩევნებში”, რომელიც დღეს ამერიკის საელჩოსთან კოორდინაციით რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს ბრალდებები უპასუხოდ დატოვეს. ოცნებიდან წასული დეპუტატების წერილს გამოეხმაურნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. საია, რომელმაც საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ჯგუფი სწორედ ისფედის სოლიდარობის გამო დატოვა-ბრალდებებს მანიპულაციურს უწოდებს.

ყოფილი თანაგუნდელების მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, შეფასება ”ქართული ოცნების” არაერთმა წევრმა გააკეთა - არცერთი მათგანი წერილის შინარსობრივ განხილვაში არ შედის. 

"სამართლიანი არჩევნების” მსგავსად, ოთხეულის ბრალდებებისთვის დღეს პასუხი არც ამერიკის საელჩოს გაუცია.

 

დღის ამბები