ხანძარი იყო წუხელ აბაშის სოფელ ძველ აბაშაში. ცეცხლი "ნათს ინ ქორპორეითიდის" კუთვნილ თხილის პლანტაციას გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 6 ჰა ფართობი.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ცეცხლი თხილის ძველ პლანტაციას გაუჩნდა და სავარაუდოდ ზარალი დიდი არ იქნება.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 5 ერთეული ტექნიკა. ადგილზე მაშველებთან ერთად მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
თუ რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია. ერთ-ერთ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება.