04 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
ერთი რამ ნათელია, გერმანია და საქართველო მომავალშიც მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება - ჰუბერტ ქნირში

ერთი რამ ნათელია, გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება – ამ შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

როგორც ქნირში აცხადებს, უსურვებს საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას.

ჰუბერტ ქნირშს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.

"გერმანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია, მათ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ და მათი სულისჩამდგმელები არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მეორე ქვეყანა, მოგზაურობენ ამ ქვეყანაში, ცხოვრობენ, განათლებას იღებენ და მუშაობენ. ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რომ ამ ფუნდამენტურ პარტნიორობას, არავინ მიაყენოს ჩრდილი და ზიანი. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება," - განაცხადა ქნირშმა.

დღის ამბები