06 მაისი 2024,   23:10
ვრცლად
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში, ხანძრის სამი კერაა. თუ რა ფართობს მოიცავს ცეცხლი, ამ დროისათვის უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, ხანძრის სოფელზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. დამატებით ინფორმაციას "რუსთავი 2" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან აზუსტებს.

დღის ამბები